26 ნოემბერი 2024,   04:20
ვრცლად
"სამწუხაროა, რომ ისტორიას შემორჩება ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია ქვეყნის უმაღლესი კანონი" - მამუკა მდინარაძე

"ვნახეთ ჩვენი ოპონენტები როგორ გადაეფარნენ ადამიანს, რომელმაც კონსტიტუცია დაარღვია და გახდნენ კონსტიტუციის დარღვევაში მისი თანამონაწილეები" - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. 

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომა საკითხთან დაკავშირებით  ორშაბათს გაიმართება.  

"მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი უხეშად არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას, ჩვენ შეგვიძლია გულწრფელად ვთქვათ, პოლიტსაბჭოს ფორმატში ორ დღიანი ფიქრის და მსჯელობის შემდეგ, საბოლოო მსჯელობის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს ამბავი რეაქციის გარეშე არ დაგვეტოვებინა. კარგად გვაქვს ისიც გააზრებული, რომ შედეგი უდიდესი ალბათობით, ამას არ მოყვება, იმიტომ, რომ უკვე ნახეთ რეაქციები ჩვენი ოპონენტები, როგორ გადაეფარნენ ადამიანს, რომელმაც კონსტიტუცია დაარღვია და გახდნენ კონსტიტუციის დარღვევაში მისი თანამონაწილეები. მაგრამ, ვფიქრობთ ისევ, რომ არ შეიძლება რეაქციის გარეშე დატოვება პრეზიდენტის მიერ, ადამიანის მიერ, რომელიც უნდა იყოს კონსტიტუციის მთავარი გარანტი, ამ კონსტიტუციის დარღვევა და ეს რეაქცია არის ჩვენს მიერ იმპიჩმენტის საკითხზე მსჯელობა, შემდეგ იმპიჩმენტის საკითხის აღძვრა.

50 ხელმოწერა ჯერ მზად არ არის, ორშაბათს ჩვენ გვექნება უმრავლესობის სხდომა, სადაც 50-ზე გაცილებით მეტი ხელმოწერა იქნება და სამწუხაროა, რომ ისტორიას შემორჩება ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია ქვეყნის უმაღლესი კანონი," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები