26 ნოემბერი 2024,   04:59
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის აქტივობა პირდაპირ არის მიმართული იმისკენ, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი - გიორგი ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა იმ ნაბიჯით, რომ უარის მიუხედავად დაიწყო ვიზიტების განხორციელება, შეფარულად და თვალთმაქცურად, ოპოზიციის მხარდამჭერი ვოიაჟი გააკეთა. 

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის აქტივობა პირდაპირ არის მიმართული იმისკენ, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი:

"სალომე ზურაბიშვილის აქტივობა პირდაპირ არის მიმართული იმისკენ, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ის მოგონილი ფორმულა, რომ ხალხი იმსახურებს ევროკავშირის სტატუსს და მთავრობა არა, არავისთვის წარმოადგენს კომპეტენტურ ფორმულას, ვინაიდან სწორედ მთავრობა არის არჩეული საზოგადოების უმრავლესობის მიერ. როდესაც ამბობ, რომ ხალხი იმსახურებს და მთავრობა არა, ეს პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ არ მისცეთ კანდიდატის სტატუსიო. ეს კი ის ნარატივია, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია მიყვება. ზურაბიშვილმა რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი ვოიაჟი გააკეთა შეფარულად და თვალთმაქცურად. ის ასევე პრინციპულად დაუპირისპირდა კონსტიტუციის შესაბამის მუხლს. ეს სწორედ ის მიზეზებია, რისთვისაც გევალება რომ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, უარის მიუხედავად, ევროპის დედაქალაქებში ვიზიტებს განაგრძობს. "ქართული ოცნება" კი, მას კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს. 

დღის ამბები