ოზურგეთში დღეს "მუსიკალური საღამო" გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაა.
სხვადასხვა საინტერესო აქტივობა ოზურგეთის ჭადრების ბაღში 19:00 საათიდან დაიწყება. მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ფოტოინსტალაციები, შემეცნებითი სტენდები და მოსასვენებელი სივრცეები.
გაიმართება თითების თეატრის სპექტაკლები და საპნის ბუშტების შოუ, ყვავილების გვირგვინების და კერამიკის მასტერკლასები. საღამო 20 საათზე კონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას ირინა ბაირამაშვილი, თიკა მახალდიანი, თიკა ჯამბურია, სოფო გელოვანი და დუეტი "ჯორჯია" მიიღებენ.