26 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
იმპიჩმენტის პროცესი გამოააშკარავებს პრეზიდენტის კავშირს "გლობალური ომის პარტიასთან" და აშკარას გახდის თუ ვინ სცემს საქართველოში პატივს კონსტიტუციას - გურამ მაჭარაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს იძულებითი პროცესია, ვინაიდან სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია უხეშად დაარღვია. 

მისივე განცხადებით, ეს პროცესი გამოააშკრავებს, თუ ვინ სცემს საქართველოში პატივს კონსტიტუციას.

"ეს არ არის კარგი პროცესი, მაგრამ იძულებული პროცესია, რადგანაც კონსტიტუციას ვიღაცამ პატივი უნდა სცეს. საქართველოს კონსტიტუციაში ეს შემთხვევით არ წერია, რომ არ შეიძლება ის დაარღვიოს საქართველოს პრეზიდენტმა, ხოლო დარღვევის შემთხვევაში, მას იმპიჩმენტი ემუქრება. ამ შემთხვევაში ჩვენ კი არ ვიწყებთ იმპიჩმენტს, მას კონსტიტუცია გასცემს პასუხს.

იმპიჩმენტის პროცესი, გარდა იმისა, რომ ღირსებას შეუნარჩუნებს კონსტიტუციას, ასევე გამოააშკარავებს პრეზიდენტის კავშირს "გლობალური ომის პარტიასთან" და ამასთან, ეს პროცესი აშკარას გახდის იმას, თუ ვინ სცემს საქართველოში კონსტიტუციას პატივს. საქართველოს პრეზიდენტი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის, მათ შორის საგარეო კურსისა და ევროინტეგრაციის წინააღმდეგ," - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი გურამ მაჭარაშვილი. 

დღის ამბები