26 ნოემბერი 2024,   04:51
ვრცლად
"ნაციონალურ მოძრაობას" პრეზიდენტთან ვაჭრობის ბერკეტი უჩნდება, რომ თუ არ გამოუშვებს მიშას, ისინი იმპიჩმენტს დაუჭერენ მხარს - ალექსანდრე რაქვიაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი და პროცედურა, რომელიც მომავალი კვირიდან დაიწყება - ოპოზიციაში ამბობენ, რომ იმპიჩმენტის პროცედურა, დეპუტატების რაოდენობიდან გამომდინარე ვერ შესრულდება.

ხელისუფლების ოპონენტები, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, მას უარის მიუხედავად განეხორციელებინა ვიზიტები, პოლიტიკურად ამართლებენ. 

"ჩვენ კონსტიტუციაში გვაქვს მუხლი, რომელიც მიუთითებს, რომ პრეზიდენტს თანხმობა სჭირდება და დიახ, ეს ნამდვილად ასეა, თუმცა მაშინ, როდესაც ვალდებულია პრეზიდენტი, რომ ერთი მხრივ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის ყველაფერი გააკეთოს და მეორე მხრივ მთავრობა უარს ეუბნება ამ კონსტიტუციურ ვალდებულებაზე, ეს არის რა თქმა უნდა, იურისტების სამსჯელო საკითხი, მაგრამ ჩემთვის პოლიტიკურად აბსოლუტურად გამართლებული ნაბიჯია. იმპიჩმენტის პროცედურა ვერ შესრულდება დეპუტატების რაოდენობიდან გამომდინარე," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი თეონა აქუბარდია.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი კი აცხადებს, რომ ამ კონფიგურაციაში "ნაციონალურ მოძრაობას" პრეზიდენტთან ვაჭრობის ბერკეტი უჩნდება, რომ  თუ არ გამოუშვებს მიშას, ისინი იმპიჩმენტს დაუჭერენ მხარს. 

დღის ამბები