26 ნოემბერი 2024,   04:23
ვრცლად
30 ათასი მსმენელი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე - Imagine Dragons-ის ​კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა

"Imagine Dragons"-ის ​ კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა. გრემის მფლობელი ჯგუფის მოსასმენად მესხის სახელობის სტადიონზე შეკრება მოქალაქეებმა კონცერტის დაწყებამდე 5 საათით ადრე დაიწყეს, საღამოს 10 საათისთვის კი, მოედანზე უკვე 30 ათასი მსმენელი იდგა.  

ჯგუფმა საათნახევრიან კონცერტზე ყველა ჰიტი შეასრულა. დენ რეინოლდსმა მსმენელს რამდენჯერმე მიმართა და თქვა, რომ თბილისის სცენაზე თავს ისე გრძნობდა, როგორც საკუთარ სახლში. მან აღფრთოვანება გამოხატა ქართული სამზარეულოს მიმართ.

მიხეილ მესხის სტადიონზე მსმენელმა ნახა კონცერტი შოუს არაერთი ელემენტით, ვიდეო-ინსტალაციებით და განსკუთრებული ვიზუალური ეფექტებით. დასამახსოვრებელი იყო სოლისტის ემოციური მიმართვაც.

გრემის და არაერთი მსოფლიო მუსიკალური ჯილდოს მფლობელი ბენდი - Imagine Dragons საქართველოში კამპანია "სთარრინგ ჯორჯიას" ფარგლებში ჩამოვიდა, შემდეგი ვარსკვლავი კი ბრუნო მარსია.

აყევი ვარსკვლავებს - ორწლიანი კამპანია პრემიერ-მინისტრის ინიციატივაა, რომლის მიზანია  საქართველოში მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანაა.

 

 

დღის ამბები