ფოთის საცურაო კომპლექსში პირველად გაიმართა წყალბურთის საჩვენებელი ამხანაგური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს თბილისის წყალბურთელ გოგონათა გუნდი "ივერია" და ბათუმის ვაჟ წყალბურთელთა გუნდი "ბათუმი" დაუპირისპირდა.
შეხვედრა დაძაბული და საინტერესო გამოდგა, რომელშიც მცირედი უპირატესობით, ანგარიშით 22-20 ბათუმის გუნდმა გაიმარჯვა.
ფოთის საცურაო კომპლექსის ადმინისტრაციის განცხადებით ,მომავალში საცურაო აუზში არაერთი შეჯიბრი გაიმართება.