დღეიდან, მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდას, მანქანის ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული კითხვები დაემატება. B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდისთვის განსაზღვრულია 20 კითხვა, საიდანაც მძღოლობის კანდიდატს 2 დავალება მიეცემა.
გამოსაცდელს კითხვებზე პასუხის გაცემა ვიზუალურად ჩვენებით ან ზეპირად გადმოცემით შეეძლება. ამას გარდა, მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი "C" და "D" კატეგორიების, ასევე "C1" და "D1" ქვე კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის გახდა.
"პირველი სექტემბრიდან, კანდიდატები, რომლებსაც სურთ მართვის უფლების მოპოვება და ჩააბარებენ თეორიულ გამოცდას, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მოუწევთ სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებულ ორ კითხვაზე პასუხის გაცემა. კანდიდატები, რომლებიც აღნიშნულ კითხვაზე პასუხს ვერ გასცემენ და მიიღებენ 1 ან 2 მსუბუქ შეცდომას, ისინი გამოცდიდან არ მოიხსნებიან. ასევე ის კანდიდატები, რომლებსაც სურთ მოიპოვონ მართვის უფლება C და D კატეგორიის, ასევე C1 და D1 კატეგორიებისთვის, მათთვის 2023 წლის 1 სექტემბრიდან სავალდებულო ხდება პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება 2 ეტაპად. ეს იმას გულისხმობს, რომ კანდიდატები, რომლებიც პირველი სექტემბრის შემდეგ ჩააბარებენ თეორიულ გამოცდას, აღნიშნული კატეორიებისა და ქვეკატეგორიების მოპოვების მიზნით, მათ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ დახურულ მოედანზე, ხოლო ამ ეტაპის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, ისინი მოძრაობას გააგრძელებენ რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში,"- აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იმედა მაკასარაშვილი.