26 ნოემბერი 2024,   06:51
ვრცლად
მადლობა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვედრისთვის, რომლითაც დაიწყო ჩემი ევროპული ტური - სალომე ზურაბიშვილი

"მადლობა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვედრისთვის, რომლითაც დაიწყო ჩემი ევროპული ტური, რომლის მიზანიც ჩვენი ევროპული გზის უზრუნველყოფაა", – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პრეზიდენტი აცხადებს, გერმანიის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება.

"მადლობა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ამ შეხვედრისთვის, რომელმაც დაიწყო ჩემი ევროპული ტური, რომელიც შექმნილია ჩვენი ევროპული გზის უზრუნველსაყოფად. გერმანიის მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება. ქართველ ხალხს სჯერა თავისი ევროპული მომავლის", - წერს საქართველოს პრეზიდენტი.

დღის ამბები