26 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის სტრატეგიის შემუშავებას იწყებს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა კევინ მაკარტიმ და "რესპუბლიკური პარტიის" წამყვანმა წევრებმა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის სტრატეგიის შემუშავება დაიწყეს - ამის შესახებ CNN წერს.

მაკარტი სექტემბრის განმავლობაში მოსამზადებელი სამუშაოების წარმოებას აპირებს და სექტემბრის ბოლოს უშუალოდ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ბაიდენის ადმინისტრაცია არ მიაწვდის ინფორმაციას კომისიას, რომელიც ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის საქმეზე გამოძიებას ატარებს, რომელსაც წარმომადგენელთა პალატის "რესპუბლიკური პარტია" აწარმოებს.

რაც შეეხება მთლიანად წარმომადგენელთა პალატის "რესპუბლიკურ პარტიას", მას ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. საქმე ისაა, რომ რესპუბლიკელებს პალატაში 218 ხმა არ აქვთ, რაც იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად არის აუცილებელი.

"რესპუბლიკელები" აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ბაიდენი თავისი შვილის უცხოური ფინანსური ოპერაციებიდან მოგებას იღებდა. ასევე, მათი ინფორმაციით, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებაში იუსტიციის სამინისტრო ჩაერია, რაც პოლიტიკურ ზეწოლას ნიშნავს.

დღის ამბები