26 ნოემბერი 2024,   06:01
ვრცლად
"გაერო-ს" გენერალურმა მდივანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების განახლების მიზნით კონკრეტული წინადადებები წარუდგინა
"გაერო-ს" გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს წერილი გაუგზავნა, სადაც შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების განახლების მიზნით კონკრეტული წინადადებები წარუდგინა, - ინფორმაციას CNN ავრცელებს.
 
გუტერეშის თქმით, მარცვლეულის შეთანხმების განახლება "უაღრესად მნიშვნელოვანია", რადგან ინიციატივამ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმაში, რომ სურსათის ბაზრები უფრო ადეკვატური გამხდარიყო "გაერო-ს" სურსათის უვნებლობის მიზნებთან მიმართებაში, როგორიცაა ფასების შემცირება და ბევრი ქვეყნის გლობალურ ბაზრებზე წვდომისთვის პირობების შექმნა.
 
მისი თქმით, თვლის, რომ "გაერო-მ" წარადგინა წინადადება, რომელიც შეიძლება იყოს განახლების საფუძველი, მაგრამ განახლების, რომელიც სტაბილური უნდა იყოს.
დღის ამბები