26 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
Imagine Dragons თბილისის სტადიონზე - რა ხდება კონცერტზე, რომელსაც ქართველი მსმენელი მოუთმენლად ელოდა

30 ათასი მელომანი საქართველოდან და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან მიხეილ მესხის სტადიონზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკული ჯგუფის, Imagine Dragons-ის კონცერტის დაწყებას ელოდება.

გრემისა და არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი მუსიკოსები კონცერტზე თავის ყველაზე ცნობილ ჰიტებს შეასრულებენ. Imagine Dragons-ის კონცერტზე მოთხოვნა იმდენად მაღალი იყო რომ ყველა ბილეთი დადებიდან რამდენიმე საათში გაიყიდა.

სცენასთან ადგილის დასაკავებლად მსმენელმა შეკრება კონცერტის დაწყებამდე 5 საათით ადრე დაიწყო, მათ გართობაზე კი თავად Imagine Dragons-ის მიერ შერჩეული ქართული ჯგუფი Killages ზრუნავდა. მესხის სახელობის სტადიონზე მიღებულია დაცვის უპრეცედენტო ზომები, ტერიტორიაზე მოსახვედრად კი რამდენიმე სპეციალური შესასვლელი მოეწყო.

დღის ამბები