26 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
Imagine Dragons-ის კონცერტის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება - ღონისძიებაზე კარი 17:00 საათიდან გაიღო

Imagine Dragons-ის კონცერტის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება - მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უკვე ხალხმრავლობაა. ღონისძიებაზე კარი 17:00 საათიდან გაიღო. როკ-ჯგუფის კონცერტამდე სცენას ქართული ჯგუფი დაიკავებს.

ტექნიკური სამზადისი ადგილზე დილიდან მიმდინარეობს, ორგანიზატორები აცხადებენ, რომ კონცერტისთვის ყველაფერი მზად არის.

მსოფლიო ვარსკვლავური ჯგუფი ქართველი მსმენელისთვის ყველა ჰიტს შეასრულებს.

 

დღის ამბები