5 ადამიანი დაიღუპა ტურინის მახლობლად მატარებლის შეჯახებისას. ყველა მათგანი რკინიგზის თანამშრომელი იყო.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც დასაქმებულები ლიანდაგს ცვლიდნენ. გადარჩენა მხოლოდ ორმა თანამშრომელმა მოახერხა. უბედური შემთხვევის გამო, 16 რეგიონული მატარებლის რეისი გაუქმდა.