მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღეს ჯგუფ Imagine Dragons-ის კონცერტი გაიმართება. ამერიკული როკ ჯგუფის დასახვედრად, ტექნიკურად ყველაფერი მზად არის. აწყობილია სცენა, სადაც მსოფლიო ვარსკვლავური ჯგუფი, ქართველი მსმენელისთვის ყველა ჰიტს შეასრულებს. კონცერტზე დასასწრებად, "ბლექ სი" არენას ჯგუფი, რამდენიმე რეკომენდაციას გასცემს.
"ბლექ სი-ს" დირექტორის, ტატო ხარჩილავას განცხადებით, მსმენელი საკუთარი ადგილის დაკავებას 5 საათიდან შეძლებს.
"რამდენიმე საათი დარჩა Imagine Dragons-ის კონცერტის დაწყებამდე. კონცერტი, რომლის ბილეთები რეკორდულ დროში, საათში გაიყიდა. ვფიქრობ, სქართველოს ისტორიაში იქნება ერთ-ერთი დასამახსოვრებელი კონცერტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფანები იყვნენ მობილიზებულნი და მოვიდნენ ადრე, რადგან კარი გაიხსნება 5 საათზე . 5 საათიდან ექნებათ შესაძლებლობა შემოვიდნენ სტადიონზე და დაიკავონ მათთვის სასურველი ადგილი იმისთვის, რომ შოუ ნახონ", - განაცხადა "ბლექ სი-ს" დირექტორმა, ტატო ხარჩილავამ.
"ბლექ სი-ს" პროექტების მენეჯერის ციცი იაშვილი მსმენელს მოუწოდებს გაეცნონ რეკომენდაციებს, რომელიც ორგანიზატორებმა გასცეს და არ მოიტანონ ტერიტორიაზე ის ნივთები, რომლებიც აკრძალულია.
"ღონისძიებაზე ველოდებით 30 000 ადამიანს და ყველას ვთხოვთ, რომ განსაკუთრებით ყურადღებით გაეცნონ იმ რეკომენდაციებს, რომელსაც საორგანიზაციო ჯგუფი გასცემს. ყურადღება უნდა მიაქციონ რა ბილეთის მფლობელებია არიან, რადგან კონკრეტული ბილეთების მიხედვით არის დაყოფილი ტერიტორიაზე შემომსვლელები. ყველას ვთხოვთ, გაითვალისწინონ აკრძალული ნივთების შესახებ ინფორმაცია იმიტომ, რომ ფიზიკურად ვერ შეძლებენ ამ ნივთებით ტერიტორიაზე შემოსვლას. 5 საათიდან გაიხსნება კარები და ყველას ვთხოვთ, რომ დროულად მოვიდნენ ტერიტორიაზე", - განაცხადა"ბლექ სი-ს" პროექტების მენეჯერმა, ციცი იაშვილმა.