26 ნოემბერი 2024,   06:28
ვრცლად
ყველანაირი მცდელობა, პრეზიდენტს ხელი შეეშალოს ვიზიტების განხორციელებაში, არის სწორედ ანტიკონსტიტუციური ქმედება - სალომე სამადაშვილი

მთავრობის უარის მიუხედავად, გერმანიაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი დაიწყო. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ყველანაირი მცდელობა, პრეზიდენტს ხელი შეეშალოს ვიზიტების განხორციელებაში, არის ანტიკონსტიტუციური ქმედება.

"პრეზიდენტის და სახელმწიფოს ნებისმიერი წარმომადგენლის მხრიდან ლობირებას ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების, აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა სტატუსის მინიჭების თვალსაზრისით.

მიმაჩნია, რომ ყველანაირი მცდელობა, პრეზიდენტს ხელი შეეშალოს ვიზიტების განხორციელებაში, არის სწორედ ანტიკონსტიტუციური ქმედება, რადგან ჩვენი კონსტიტუცია ნათლად ამბობს, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო,"- აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი.

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი ამბობენ, რომ მიუხედავად სალომე ზურაბიშვილის მიმართ მათი დამოკიდებულებისა, კარგია რომ მისი რიტორიკით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები უკმაყოფილოები არიან.

"მნიშვნელოვანია, რომ სალომე ზურაბიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ბევრი საქციელი იყოს მიუღებელი ჩვენთვის და მათ შორის ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილს არ იწყალებს, ფაქტია რომ მისი რიტორიკით რუსული ოცნება, მედვედევი და მათ შორის საქართველოს სხვა მტრებიც არიან უკმაყოფილოები. ზოგადად ვიზიტიც კარგი იქნება რომ განახორციელოს ზურაბიშვილმა, მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე მთავარ დაბრკოლებას, რუსული ოცნების წარმომადგენლები წარმოადგენენ ,"- აღნიშნავს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.

დღის ამბები