26 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
სოფლის მეურნეობის მინისტრმა გურიაში, მეთხილე ფერმერებთან შეხვედრები გამართა

გურიაში, დღეს მეთხილე ფერმერებთან შეხვედრები გაიმართა. სოფლის მეურნეობის მინისტრი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო აკეთში მოქმედ თხილის შემნახველ საწარმოში იმყოფებოდა. აქ, ერთდროულად ათას ტონამდე თხილის შენახვაა შესაძლებელი. კომპანია სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია.

მოგვიანებით, ხელისუფლების წარმომადგენლები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში, ფერმერის ირაკლი კაპანაძის პლანტაციაში თხილის კრეფის პროცესს დაესწრნენ, ასევე ისაუბრეს არსებულ პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე.

დღის ამბები