26 ნოემბერი 2024,   07:52
ვრცლად
უკრაინელები კონტრშეტევით თანდათან წინ მიიწევენ და მოკავშირეები უნდა ენდონ უკრაინის ჯარების საბრძოლო მოქმედებებს - იენს სტოლტენბერგი

უკრაინელები კონტრშეტევით თანდათან წინ მიიწევენ და მოკავშირეები უნდა ენდონ უკრაინის ჯარების საბრძოლო მოქმედებებს – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ნატო-ს მოკავშირეები უპრეცედენტო სამხედრო მხარდაჭერას უწევენ უკრაინას, მაგრამ მთავარი გადაწყვეტილებები უკრაინამ უნდა მიიღოს.

"უკრაინელებს შეუძლიათ რუსების უკან დახევა, შეუძლიათ გადალახონ დაცული ტერიტორიები, კერძოდ, ნაღმიანი ველები. ამიტომ ახლა უფრო მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა, რადგან ყველამ იცის, რომ ეს მძიმე ბრძოლაა. მათ აქვთ მიღწევები, ისინი ძალას იკრებენ. საბოლოოდ, რთული და მკაცრი გადაწყვეტილებები დამოკიდებულია უკრაინელებზე, ბრძოლის ველზე სარდლობაზე. რასაც ვხედავთ არის ის, რომ უკრაინელებმა ისევ და ისევ გადააჭარბეს მოლოდინს. ჩვენ უნდა ვენდოთ მათ. ჩვენ ვურჩევთ, ვეხმარებით, მხარს ვუჭერთ, მაგრამ ეს გადაწყვეტილებები უკრაინელებმა უნდა მიიღონ," - აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.

დღის ამბები