26 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიეს ზაპოროჟიეს ოლქში - ომის 553-ე დღე

4 აფეთქებული და 3 დაზიანებული "ილ-76" ტიპის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ფსკოვის აეროდრომზე დრონებით მიტანილი იერიშის შესახებ იუწყება. ამავე ინფორმაციის თანახმად, უპილოტო საფრენი აპარატების კიდევ ერთი სამიზნე ბრიანსკში მიკროელექტრონიკის ქარხანა გახდა.

აფეთქებების ხმა ისმოდა მოსკოვის, რიაზანის და კალუგის ოლქებში. კრემლში ირწმუნებიან, რომ ხმაური ჩამოგდებულმა უკრაინულმა დრონებმა გამოიწვია - აფეთქებას კი ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. შტურმის გამო, თითქმის 3 საათის განმავლობაში რეისები შეჩერდა შერემეტიოევოს, ვნუკოვოს და დომოდედოვოს აეროპორტებში.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ჩამოაგდეს რუსეთის ტერიტორიიდან გაშვებული 28 ფრთოსანი რაკეტა და 15 უპილოტო საფრენი აპარატი. მათ შორის კიევის თავზე. კიევში დრონების ნამსხვრევებმა 2 მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა. დაშავებულია 7.

კერძო საცხოვრებელი სახლები და კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა დაზიანდა ოდესაში და მიკოლაივში. დაშავებულების შესახებ ცნობებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ ავრცელებენ.

ბრძოლის ველზე კი 30-ზე მეტი მასშტაბური შეტაკება დაფიქსირდა. ყველაზე ცხელი წერტილი ამ დრომდე მარიინკას და ავდიივკას მიმართულებებია. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიეს ზაპოროჟიეს ოლქში. "გარღვეულია რუსეთის თავდაცვის ხაზი სოფელ ვერბოვოს მისადგომებთან".კრემლი შეტაკებებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ავრცელებს

ვაშინგტონი კიევს დამატებით, 250 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის განცხადებაშია აღნიშნული. დოკუმენტი მოიცავს რაკეტებს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, საარტილერიო ჭურვებს, განაღმვის აღჭურვილობას და ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებს.

დღის ამბები