26 ნოემბერი 2024,   06:27
ვრცლად
10 ათასი ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო, სპეციალური სამკერდე ნიშანი და მასწავლებლის ეროვნული პრემია - 27 ოქტომბერი მასწავლებლის ეროვნულ დღედ დაწესდა

10 ათასი ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო, სპეციალური სამკერდე ნიშანი და მასწავლებლის ეროვნული პრემია - ამ ყველაფერს ქვეყნის ყველაზე გამორჩეული პედაგოგები, 27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნულ დღეს მიიღებენ.

ნინო გურეშიძე 35 წელზე მეტია დაწყებითი კლასების პედაგოგია. ამბობს რომ 27 ოქტომბერი დღეიდან მისთვის მნიშვნელოვანი თარიღი გახდება,რადგან მასწავლებლის ეროვნული დღის დაწესება, პედაგოგებისთვის მოტივაციის მიმცემი იქნება.

მასწავლებლის ეროვნული დღე, სიმბოლურად, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეზე აღინიშნება. ყოველწლიურად დასახელდებიან ღვაწლმოსილი პედაგოგები, რომლებსაც სპეციალური ჯილდო გადაეცემათ.

ინიციატივა, მთავრობას და განათლების სამინისტროს ეკუთვნის. გიორგი ამილახვარის განმარტებით, მასწავლებლის პროფესიული განვითარება უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მინისტრის განცხადებით, ეს პედაგოგებისთვის განკუთვნილი ერთადერთი პროექტი არ იქნება. სამინისტრო, მხარდამჭერ ინიციატივებზე მუშაობას აქტიურად გააგრძელებს.

მასწავლებლის ეროვნული დღის დაწესების საკითხი, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს. განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, პედაგოგები მთელი საქართველოდან შეირჩევიან.

დღის ამბები