26 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
შოვში სტიქიით დაზარალებული პირები, დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახების წევრები მაღალკვალიფიციურ ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ

შოვის, ტრაგედიის დროს დაღუპული პირების ოჯახებს ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევენ.

მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები, ჯანდაცვის უწყებამ სპეციალური აკრედიტაციის საფუძველზე შეამოწმა და მხოლოდ ამის შემდეგ მისცა დაზარალებულ ოჯახებთან მუშაობის უფლება.

ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის სრული კურსის ხარჯებს, მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით სახელმწიფო დაფარავს, ცენტრები კი თბილისის გარდა, ქუთაისში, გორში, ბათუმსა და ზუგდიდში იმუშავებს.

ჯანდაცვის უწყებამ მიიღო დავალება მოქალაქეების სურვილის შემთხვევაში რეაბილიტაციის ცენტრებში ფსიქოლოგიური დახმარების მსურველთა ტრანსპორტირებაც უზრუნველყოს.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, შოვში სტიქიით დაზარალებულ პირებთან, გარდაცვლილთა და დაკარგულთა ოჯახის წევრებთან, უკვე აქვთ კომუნიკაცია. პარალელურად, ბენეფიციარებს შეუძლიათ, თავადაც მიმართონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს. 

დღის ამბები