"რუსთავი 2"-ის თანამშრომელმა ირმა ზვერიაშვილმა, ასტანაში მიმდინარე პარა-მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე, მეორე ადგილი დაიკავა
30-08-2023 18:53
ასტანაში მიმდინარე პარა-მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე, "რუსთავი 2"-ის თანამშრომელმა, ირმა ზვერიაშვილმა მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის პრიზიორი გახდა. ქართველმა პარა-სპორტსმენმა ფინალური ბრძოლა უკრაინელ მოწინააღმდეგესთან დაძაბულ ბრძოლაში დათმო.