ამსტერდამის "აიაქსმა" საქართველოს ნაკრების ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
“გიორგი, ჩვენი კიდევ ერთი ქართველი”, - ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა "აიაქსმა" და კლუბში შოთა არველაძის მიერ გატარებული პერიოდი გაიხსენა.
მიქაუტაძემ ამსტერდამელებთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა, ფრანგულმა "მეცმა" კი მის სანაცვლოდ 16 მილიონი ევრო მიიღო.