26 ნოემბერი 2024,   06:17
ვრცლად
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვენესუელა დაამარცხა და 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ისტორიული გამარჯვება. სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე ილიას ზუროსის გუნდმა, ჯგუფური ეტაპი დაძლია და 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდა. საქართველომ გადამწყვეტი შეხვედრა ვენესუელას წინააღმდეგ გამართა და დამაჯერებელი ანგარიშით, 70:59 დაამარცხა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია გახდა, რომელმაც 25 ქულა, 3 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ტურნირის მომდევნო ეტაპი 1 სექტემბერს დაიწყება, სადაც საქართველო, მეოთხედფინალში მოსახვედრად, გერმანიას და ავსტრალიას დაუპირისპირდება.

დღის ამბები