26 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
ეს აქტივობები თვალთმაქცობას უფრო ჰგავს - გია ვოლსკი სალომე ზურაბიშვილის ვიზიტებზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი, მთავრობის გვერდის ავლით ევროპულ ლიდერებთან სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებს, თვალთმაქცობად აფასებს.

ვოლსკის განმარტებით, თუ ზურაბიშვილი ევროპულ ქალაქებში იმ ფორმულით ჩადის, რომ მთავრობა ხელს უშლის ევროინტეგრაციის პროცესს, ეს თვალთმაქცობაზე უარესია.

"მას მერე, რა შინაარსის განცხადებითაც მიმართა 26 მაისს პრეზიდენტმა ახალწვეულებს ფიცის დადების წინ, ამ განცხადების შინაარსის მერე, ეს აქტივობები თვალთმაქცობას უფრო ჰგავს. ის ფორმულა, რომ ხალხი და მთავრობა სხვადასხვაა და მთავრობა ხელს უშლის ევროინტეგრაციის პროცესს და ამ ფორმულით ჩადიხარ ევროპულ დედაქალაქებში ან ბრიუსელში, რა საკვირველია თვალთმაქცობაზე კიდევ უარესიც შეიძლება იყოს. სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ ბრიუსელის დერეფანში მორბენალ აქტივისტებს რადიკალური ოპოზიციიდან , რომლებიც ინტენსიურად მოუწოდებენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები