26 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
სახელმწიფო ილტოს წყალსაცავის მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას განახორციელებს - ოთარ შამუგია

მთავრობის სხდომაზე განკარგულების პროექტი, მდინარე ილტოზე ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავის მშენებლობის შესახებ განიხილეს. სახელმწიფო წყალსაცავის მშენებლობისთვის წინასწარ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევასაც განახორციელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, წყალსაცავი უნდა მოემსახუროს ზემო და ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის დაახლოებით 40 ათას ჰექტარ ფართობს. მისივე თქმით, გვალვების პერიოდში გარანტირებული იქნება წყალუზრუნველყოფა.

„მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია წყალსაცავთან დაკავშირებით თუ რაზეა კონკრეტულად საუბარი. ვაკვირდებით, რომ ღრმა ცვლილების ფონზე ყოველწლიურად მნიშვნელოვანი დეფიციტია მდინარეებში, მათ შორის მდინარე ალაზანში წყლის განსაკუთრებით. ეს არის ივლისი-აგვისტოში, გვალვის პერიოდში. მთელი მსოფლიოს მიდგომაა, რომ ამ მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას და მოხდეს წყლის რესურსების დაგროვება, შესაბამისი წყალსაცავების მშენებლობა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი კვლევის დაწყება, რომ შევისწავლოთ მდინარე ილტოზე შესაბამისი წყალასაცავის მშენებლობის საკითხი, რომელიც უნდა მოემსახუროს ზემო და ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის დაახლოებით 40 000-ს ჰექტარ ფართობს და ეს ნიშნავს, რომ ამ ფართობზე დაახლოებით 50 000-ს ფერმერზეა საუბარი. შესაძლებელი იქნება მომავალში წყალსაცავის მშენებლობის შემთხვევაში ამ ფართობებში გვალვიან პერიოდში განაწილებული წყალუზრუნველყოფა,“ - აცხადებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია.

დღის ამბები