26 ნოემბერი 2024,   06:16
ვრცლად
ზურაბ ქადაგიძე სპინანტის განცხადებაზე: ასეთი შეუთანხმებელი და აბსურდული დამოკიდებულებები აჩენს ყველაზე დიდ ანტი-ევროპულ განწყობებს საქართველოში, რომელიც ელოდება სამართლიან გადაწყვეტილებას სტატუსთან დაკავშირებით

ევროკომისია შარლ მიშელს არ ეთანხმება და 2030 წლის გაფართოების შესახებ განცხადებას უწუნებს. გაფართოებამდე ჩვენ უნდა ვიმუშავოთ კანდიდატ ქვეყნებთანო, ოღონდ რომელ ქვეყნებთან არ დაუზუსტებიათ, - წერს "ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილის განცხადების შესახებ. 

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ასეთი შეუთანხმებელი და აბსურდული დამოკიდებულებები აჩენს ყველაზე დიდ ანტი-ევროპულ განწყობებს საქართველოში, რომელიც ელოდება სამართლიან გადაწყვეტილებას სტატუსთან დაკავშირებით. 

"ევროკომისია შარლ მიშელს არ ეთანხმება და 2030 წლის გაფართოების შესახებ განცხადებას უწუნებს. გაფართოებამდე ჩვენ უნდა ვიმუშავოთ კანდიდატ ქვეყნებთანო, ოღონდ რომელ ქვეყნებთან არ დაუზუსტებიათ. რომელი უფრო რეალური დაპირებაა, 2030 წელს, რომ გაფართოვდება ევროკავშირი თუ კანდიდატ ქვეყნებს მოუწევთ კიდევ გაურკვეველი ვადით მუშაობა და ლოდინი? რეალობა ერთია - ევროპაში არჩევნებია მოახლოვებული და უკვე იმდენად არასტაბილური პოლიტიკური პროცესები იხატება, თუნდაც გლობალური პოლიტ-კონიუქტურის მიმართ დამოკიდებულება, კორუფციისა და ლობიზმის სკანდალები, რუსეთ-უკრაინის ომის ხარჯზე ევროპის ეკონომიკის სტაგნაცია და ბუნდოვანი პერსპექტივები, რომ სულაც არ არის გასაკვირი-ევროკომისიისა და ევროსაბჭოს ეს უაზრო, ჩამოუყალიბებელი დამოკიდებულება და შეუთანხმებელი პოზიციები. სამწუხაროდ, ასეთი შეუთანხმებელი და აბსურდული დამოკიდებულებები აჩენს ყველაზე დიდ ანტი-ევროპულ განწყობებს საქართველოში, რომელიც ელოდება სამართლიან გადაწყვეტილებას სტატუსთან დაკავშირებით, თუმცა ამ ყბადაღებული სტატუსის შემდეგ რამდენი წელი მოგვიწევს ლოდინი ეგეც ღმერთმა უწყის,“ - წერს ქადაგიძე facebook - ზე.

დღის ამბები