იტალიაში ბინების ძარცვის ბრალდებით საქართველოს რვა მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას იტალიური მედია და იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო პიან ტედოსი ავრცელებენ. პიანტე დოსის თქმით, დაკავება იტალიის ქალაქ სალერნოში მოხდა, სადაც საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა არალეგალურად იმყოფება.
იტალიის პოლიციამ ჩხრეკის დროს 100 000 ევროზე მეტი ღირებულების საიუველირო ნაკეთობები და ძვირადღირებული საათები ამოიღო.
"ფრთხილად იყავით, თუ რას აქვეყნებთ სოციალურ მედიაში, რადგან თქვენ ქურდებს მითითებებს აძლევთ თქვენი სახლებში არყოფნის შესახებ. გამოძიებამ ფაქტობრივად აჩვენა, რომ ბანდა მოქმედებდა სპეციფიური შემოწმებით და ინტერნეტში გამოქვეყნებული ფოტოებით.
ამოღებულია ძვირფასეულობა, მათ შორის, არის 20 000 ევროს ღირებულების ყელსაბამი. დაკავებულები არიან ბანდის წევრები, რომლებიც ახორციელებდნენ დანაშაულებრივ სერიას. საუარია ქურდობაზე ბინებსა და სავაჭრო ცენტრებში 2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის ივლისამდე პერიოდში.
გამოძიების დროს პოლიციამ მოახერხა ნაძარცვის ნაწილის დაბრუნება, რომელიც მთლიანობაში 100 000 ევროს აჭარბებს," - აცხადებს სალერნოს კომისარი, ჯანკარლო კონტიჩიო