26 ნოემბერი 2024,   07:58
ვრცლად
დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, დაზიანებულია ელექტროსადენები, მოვუწოდებთ მოსახლეობას თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისგან - თბილისის მერია

მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისგან - განცხადებას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ძლიერი წვიმის გამო დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები.

"თბილისში მოსულმა ძლიერმა ნალექმა და ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები.

თბილისის მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი უწყება, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, სრულად არის მობილიზებული და დაწყებულია პრობლემების აღმოფხრა.

ადგილზე იმყოფებიან თბილისის ყველა რაიონის გამგეობების წარმომადგენლები.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე : 2 72 22 22" - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის ამბები