ბალეარის კუნძულებსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ესპანეთში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. ქარის გამო ქალაქ პალმას პორტში გემი ბენზინის ტანკერს შეეჯახა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.