შოვის სტიქიისას დაღუპული გვანცა ბუბაშვილი დღეს თბილისში დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ტაძარში გაიმართა.
დაღუპულის ახლობლებს მოქალაქეებმა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს. გვანცა ბუბაშვილი რაჭაში ორ მეგობართან ერთად ისვენებდა. სტიქიას სამივე მათგანი ემსხვერპლა.