კომპანია "თელასის" ინფორმაციით, საბურთალოს რაიონის 28 ათასამდე მომხმარებელს, რომელსაც ელექტროენერგია არ მიწოდება, ელექტრომომარაგება 18:00 საათზე აღუდგება.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, დაზიანდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი და ამ ეტაპზე კომპანიის თანამშრომლები ადგილზე აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ.
"დღეს 15:14 საათზე ავარიულად გაითიშა ქვესადგურის "საბურთალო-1" მკვებავი 35-კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი. ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება საბურთალოს რაიონის 28 ათასამდე მომხმარებელს. "თელასის" საავარიო სამსახური ადგილზე იმყოფება და აღდგენით სამუშაოებს აწარმოებს. ელექტრომომარაგება 18:00 საათზე აღდგება.
28 აგვისტოს საბურთალოზე, ოდიშელიძის ქუჩაზე არსებულ გაზის მილზე ხანძრის გამო "თელასის" მაღალი ძაბვის კაბელები დაიწვა. „თელასის“ საავარიო სამსახურმა უმოკლეს ვადებში შეძლო ავარიის აღმოფხვრა და ელექტრომომარაგების აღდგენა, თუმცა დღეს 35-კილოვოლტიანი ელექტროკაბელი ისევ დაზიანდა. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება," აცხადებენ კომპანიაში.