ღრმად მნიშვნელოვანია ორი უდიდესი ეკონომიკისთვის სტაბილური კავშირების დამყარება, - ამის შესახებ აშშ-ის მდივანმა ვაჭრობის საკითხებში, ჯინა რაიმონდომ ჩინეთში ვიზიტისას განაცხადა.
ვაშინგტონი ცდილობს მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის წლების განმავლობაში გაზრდილი დაძაბულობის შემდეგ, ურთიერთობები დაალაგოს. რაიმონდო, სამდღიან ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს ჩინეთის ოფიციალურ პირებთან და ბიზნეს ლიდერებთან გამართავს.
"შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიზიარებთ 700 მილიარდ დოლარზე მეტ ვაჭრობას და გეთანხმებით, რომ ღრმად მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს სტაბილური ეკონომიკური ურთიერთობა, რაც ორივე ჩვენი ქვეყნის სარგებელს მოუტანს და რეალურად იმას, რასაც მსოფლიო ჩვენგან ელის,"- აცხადებს აშშ-ის ვაჭრობის საკითხებში მდივანი ჯინა რაიმონდო.