26 ნოემბერი 2024,   07:43
ვრცლად
ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ ანტიკორუფციული ფუნქციების ახალ სამსახურში თავმოყრა მომხდარიყო, ამ ფუნქციის სადმე გადატანას საერთოდ არ ვაპირებდით, გავყევით რეკომენდაციას - ირაკლი კობახიძე 

ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ ანტიკორუფციული ფუნქციების ახალ სამსახურში თავმოყრა მომხდარიყო, ჩვენ ამ ფუნქციის სადმე გადატანას საერთოდ არ ვაპირებდით, – ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ევროკომისიის რეკომენდაცია გაითვალისწინა.

"თავის დროზე ევროკავშირის რეკომენდაცია იყო, რომ ანტიკორუფციულ სამსახურში ანტიკორუფციული ფუნქციების თავმოყრა მომხდარიყო. ანუ, ცალკე სამსახური არა მხოლოდ შექმნილიყო, არამედ ამის თავმოყრაც მომხდარიყო. ერთ-ერთი ასეთი ფუნქციაა სწორედ პარტიების ფინანსების კონტროლი. ამის გამო, ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად, ეს ფუნქცია აუდიტის სამსახურიდან ანტიკორუფციულ სამსახურში გადავიდა. ანუ, ეს ფუნქცია აუდიტის სამსახურიდან ანტიკორუფციულ სამსახურში გადავა. ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ ანტიკორუფციული ფუნქციების ახალ სამსახურში თავმოყრა მომხდარიყო. ჩვენ ამ ფუნქციის სადმე გადატანას საერთოდ არ ვაპირებდით. საქართველოს კონსტიტუციასთან თავსებადობა იყო ეჭვქვეშ, როცა აუდიტის სამსახურში იყო ეს ფუნქცია, რადგან კონსტიტუციაში მითითებულია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური სახელმწიფო სახსრებს მეთვალყურეობს და არა – პარტიულს სახსრებს. კონსტიტუციასთან თავსებადობის საკითხი იდგა, რაზეც თავის დროზე ვენეციის კომისიაც საუბრობდა, რომ ეს ფუნქცია აუდიტიდან სადღაც სხვაგან წასულიყო. ამას ევროკავშირის რეკომენდაცია დაემატა, რომ ფუნქციების თავმოყრა ახალ სამსახურში მომხდარიყო. ჩვენ ევროკომისიის რეკომენდაციას გავყევით. არავითარი განსაკუთრებული ინტერესი არ გვქონდა, რომ ეს ფუნქცია ერთი უწყებიდან მეორეში გადასულიყო.

აუდიტის სამსახურზე პრეტენზიები ნაკლებად იყო. პრეტენზიები არ მახსენდება, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი პარტია დაუჯარიმებია. მგონი, რამდენიმე ჯარიმა ჩვენც შეგვეხო შემოწირულებებისა და ხარჯების გამო. ტექნიკური და არატექნიკური ხარვეზები არის ხოლმე, თუმცა პრეტენზიები დიდად არ ყოფილა აუდიტის სამსახურის მიმართ. საერთო პრობლემა რაც იკვეთებოდა და რაც არ იყო აუდიტის სამსახურის ბრალი, იყო ის, რომ საქართველოში ვერ ხერხდებოდა „შავი ფულის“ კონტროლი როგორც არჩევნების დროს, ისე პოლიტიკაში. იცით, რომ ოლიგარქები არიან, რომლებიც ღიად აფინანსებენ პოლიტიკურ პარტიებს და აღიარება აქვთ ამასთან დაკავშირებით გაკეთებული, მაგრამ ეს ფული არსად ჩანს. ერთი მხრივ, აუდიტის სამსახურის საქმიანობა არ იყო პრეტენზიების საგანი, მაგრამ არავის ბრალეულობით მაინც წარმატებულად ვერ ხერხდებოდა პოლიტიკური ფულის კონტროლი. მგონია, რომ იგივე პრაქტიკა გაგრძელდება ანტიკორუფციული სამსახურის შემთხვევაშიც, ძალიან რთულია შავი ფულის კონტროლი ქართულ პოლიტიკაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები