26 ნოემბერი 2024,   07:54
ვრცლად
საპენსიო სააგენტოსგან იყო არასწორი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა - ირაკლი კობახიძე

დაგროვებითი პენსიის არსებული მოდელი ძალაში 2028 წლის 1 იანვრამდე დარჩება. მეორე მოსმენით კანონპროექტის განხილვა ჯანდაცვის კომიტეტზე სექტემბრის პირველ კვირაში იგეგმება. პროექტის მიხედვით, ყველა მოქალაქის დაგროვებითი პენსია ავტომატურად დაბალრისკიან პორტფელში მოხვდება.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საზოგადოების ინტერესები მაქსიმალურად იქნება დაცული.

„მემგონი, საპენსიო სააგენტოსგან იყო არასწორი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, მაგრამ მთავარი არის ის, რომ საზოგადოების ინტერესები იქნება ბოლომდე დაცული. უკვე არის განხილვის პროცესში კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოების ინტერესების დაცვას. ავტომატურად ნებისმიერი დანაზოგი დარჩება დაბალრისკიან სივრცეში თუ სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს შესაბამისი ადამიანი. შესაბამისად, საზოგადოების ინტერესები იქნება ბოლომდე დაცული. რა თქმა უნდა საპირისპირო აზრი ამასთან დაკავშირებით არ არსებობს, დანარჩენს კი საპენსიო სააგენტო განმარტავს,“ - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები