საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული მეცის ქართველი შემტევი გიორგი მიქაუტაძე კარიერას ამსტერდამის "აიაქსში" გააგრძელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემამ ლეკიპმა სტატია გამოაქვეყნა.
22 წლის ქართველი ფეხბურთელი შემოწმებას რამდენიმე საათში გაივლის და კლუბთან 4 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ცნობისთვის მიქაუტაძემ მეცის მაისურით ლიგა 1-ში, 3 შეხვედრა ჩაატარა და თავი 2 გოლითა და 1 საგოლე პასით გამოიჩინა.