26 ნოემბერი 2024,   07:48
ვრცლად
თბილისში დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაცია იმყოფება

თბილისში, დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაცია იმყოფება. ლორდთა და თემთა პალატის წევრებმა, საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის და მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები და საერთაშორისო ასპარეზზე ბრიტანეთის მხარდაჭერის საკითხი განიხილეს.

ძალიან სასიამოვნო და საინტერესო შეხვედრა იყო. ყველა საკითხი განვხილეთ, რაც უკავშირდება ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე საუბარი შეეხო საქართველოში განვითარებულ პროცესებს, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ასპარეზზე დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა. ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი მეგობრები ბრიტანეთის პარლამენტში. მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის სახით პირველ რიგში და ასევე სხვა პარლამენტარების სახით. მინდა მადლობა გადავუხადო მათ ამ მხარდაჭერისთვის ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები