კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ევროპის ტოპ 5 ლიგაში. ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი კვერნაძესთან ერთად, საბა საზონოვი იტალიის სერია A-ში მოთამაშე მე-3 ქართველი ფეხბურთელი იქნება.
"ტორინო" საქართველოს ნაკრების წევრის დამატებასთან ახლოსაა - ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს და წერს, რომ 21 წლის მცველი ტურინულ კლუბში სამედიცინო შემოწმებას ოთხშაბათს გაივლის. წყაროს ცნობით, საბა ტურინში იმყოფება. ტრანსფერის თანხამ კი, 3 მილიონი ევრო შეადგინა.