საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები იაპონიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში სლოვენიის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 67:88 დამარცხდა. შეხვედრას სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებს. "ჯვაროსნები"" გადამწყვეტ მატჩში ვენესუელის გუნდს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 30 აგვისტოს, 12:00 საათზე დაიწყება.