26 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსთან, კლდიდან ჩამოშლილი მიწის მასის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო - ადგილზე ტექნიკა გეოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე შევიდა

შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსთან, კლდიდან ჩამოშლილი მიწის მასის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. გეოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე, ადგილზე ტექნიკა ცოტა ხნის წინ შევიდა.

სავარაუდოდ, სამუშაოებს რამდენიმე დღე დასჭირდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ განმეორებითი შემთხვევის შანსი მინიმალურია.

"გეოლოგიური სამსახურის რეკომენდაციის შესაბამისად დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები, ჩამოშლილი მასის გატანა ხევი ტერიტორიიდან. ადგილზე იმყოფებიან სპეციალისტები და ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურის წარმომადგენლები. მათი დაკვირვების ქვეშ უსაფრთხოების გათვალისწინებით მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ​ტექნიკა შემოგვიერთდება. სამუშაოები უსაფრთხოების სრული დაცვით ხორციელდება,"- აცხადებს მცხეთა მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე.

 

დღის ამბები