26 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალს "ღამის სერენადები" ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი 22, 23 და 24 სექტემბერს უმასპინძლებს

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი მორიგი კონცერტისთვის ემზადება. "ღამის სერენადებს" ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი 22, 23 და 24 სექტემბერს უმასპინძლებს. ქართული და უცხოური კლასიკური მუსიკა მეთხუთმეტე საიუბილეო ფესტივალზე კიდევ ერთხელ შესრულდება.

მუსიკალური ფესტივალი „ღამის სერენადები" ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე საერთაშორისო ფესტივალია საქართველოში, რომელიც არსებობის 41 წელს ითვლის. ფესტივალი, საქართველოს თითქმის ყველა კუთხესა და რეგიონს მოიცავს. წელს ღამის სერენადები ბორჯომში მრავალფეროვანი შოუ პროგრამით გაიხსნა.

"ღამის სერენადების" კონცერტების ციკლი ბათუმში გაგრძელდა. ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე მსმენელის წინაშე ქართველი პიანისტი თამარ ლიჩელი წარდგა. მსოფლიოში აღიარებულმა უცხოელმა და ქართველმა მუსიკოსებმა შეასრულეს ისეთი ცნობილი ოპერები როგორებიცაა: რიგოლეტო და ტრავიატა.

ღამის სერენადების შექმნის იდეა ლიანა ისაკაძეს ეკუთვნის. ფესტივალში ყოველწლიურად ათობით საერთაშორისო შემსრულებელი მონაწილეობს. ერთთვიანი პროგრამა თბილისის კონცერტებით დაიხურება.

ავტორი:ნიკა სოლომონიძე

დღის ამბები