26 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად - შარლ მიშელი

ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.

"ახლა გაფართოება უნდა განვიხილოთ, როგორც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა როგორც ევროკავშირისთვის, ასევე მისი მომავალი წევრი ქვეყნებისთვის. ეს არის ამბიციური, მაგრამ აუცილებელი. ეს აჩვენებს, რომ ჩვენ სერიოზულები ვართ. შესაძლებლობების ფანჯარა ღიაა, ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ამით," – განაცხადა შარლ მიშელმა.

როგორც "ფაინენშალ თაიმსი" იტყობინება, ევროკავშირის ლიდერები ამ თემაზე პირველ დისკუსიას ოქტომბრის დასაწყისში ესპანეთში, გრანადაში გამართავენ.

დღის ამბები