26 ნოემბერი 2024,   06:31
ვრცლად
არავის არ მოვახდენინებთ შიგნით არეულობას, საკმაოდ დიდი ძალა გვაქვს - ეპისკოპოსი იაკობი

არავის არ მოვახდენინებთ შიგნით არეულობას, საკმაოდ დიდი ძალა გვაქვს, - აცხადებს ბოდბელი ეპისკოპოსი. მეუფე იაკობმა მრევლს ქადაგებით მიმართა, ამბიონიდან პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

"როცა უცხოელი ხედავს, რომ გარბიხარ უცხოელთან, შენ ქვეყანაში კი არ გინდა შენი გადაწყვიტო, სთხოვ, მოდი, მოდი დამეხმარე, მე მოვიდე ხელისუფლებაში და დემოკრატიის შუქურა ვიქნებიო, ის როგორ შეგხედავს

როცა სხვისი ბრძოლა უსამართლო ბრძოლაა, იქ ჭკვიანად უნდა იყო, რომ არ შეტოპო და რამე ისეთი არ ქნა. არავის არ მოვახდენინებთ ჩვენ შიგნით არეულობას, საკმაოდ დიდი ძალა გვაქვს. უსინდისოდ გამოდიან და რუსეთს უჭერს მხარსო და როგორ შეიძლება რუსეთს მხარი დაუჭირო? ამას ლაპარაკობენ ისინი, ვინც თავად რუსეთის აგენტები იყვნენ და დღეს თავადვე მუშაობენ მაგ ტელევიზიებში," - აცხადებს ეპისკოპოსი.

დღის ამბები