სპორტის მინისტრი ოკინავური გოჯუ-რიუ კარატეს დოჯოს ესტუმრა. თეა წულუკიანს "კარატე კაიკანში" გოჯუ-რიუს ოსტატმა, ოკინავური კარატეს განვითარების ასოციაციის პრეზიდენტმა უმასპინძლა.
მინისტრი კარატეს ტრადიციებს გაეცნო და ოსტატთან საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარებისა და პოპულარიზაციის საკითხები განიხილა. საუბარი შეეხო საქართველოს გოჯუ-რიუს ფედერაციასაც.