საფრანგეთის საჯარო სკოლებში ტრადიციული მუსლიმანური კაბა აბაიას ტარება აკრძალეს. ქვეყნის განათლების მინისტრის განცხადებით, უნდა არსებობდეს წესები, რომლებსაც სკოლის ადმინისტრაცია დაეყრდნობა. იგი აბაიას მუსლიმანური მრწამსის სიმბოლოდ მიიჩნევს.
ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში, საფრანგეთმა გამოსცა დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ აბაიაები, ისევე როგორც გრძელი ქვედაბოლოები, შეიძლება აიკრძალოს, თუ მათი ტარება მიანიშნებს რელიგიურ მრწამსზე.