26 ნოემბერი 2024,   07:45
ვრცლად
ონი-საჩხერის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია

ონი-საჩხერის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია. მიწის ჩამოშლის განმეორების საფრთხე აღარ არსებობს. იმ მონაკვეთზე, სადაც ფერდობის მცირე ნაწილი ჩამოიშალა, სპეციალისტები ამ დრომდე მუშაობენ. უსაფრთხოების მიზნით, კონტროლდება ავტომობილების გადაადგილებაც.

2 დღის წინ, 107-ე კილომეტრზე, კედლის გამაგრების სამუშაოების დროს, მიწის მასა ჩამოიშალა. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტეს, რისკები თავიდანვე იყო დაზღვეული და შესაბამისად, წინასწარვე იყო მიღებული უსაფრთხოების ზომები.

დღის ამბები