მართვის მოწმობის გამოცდას 20 კითხვა ემატება. ავტომობილის ტექნიკური გამართულობის შესახებ პასუხის გაცემა მსურველს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, ვიზუალური ჩვენებით ან ზეპირად შეეძლება. სიახლე პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.
სიახლის შესახებ "კურიერი" იმ მოქალაქეებსაც ესაუბრა, რომლებმაც მართვის მოწმობა უკვე აიღეს. ფიქრობენ, რომ მძღოლმა ავტომობილის ტექნიკური გამართულობის შესახებ ელემენტარული საკითხები უნდა იცოდეს.
მართვის მოწმობის გამოცდაზე ახალი საკითხების დამატებას მიესალმებიან ექსპერტები. მათი თქმით, ავტომობილის ტექნიკური საკითხების ცოდნა ავტოსაგზაო შემთხვევების საფრთხესაც ამცირებს.
საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებები ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაწილია. პირველი სექტემბრიდან კიდევ ერთი სიახლე დიდ კატეგორიების ავტომობილებისთვისაც ამოქმედდება. მათთვის მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი ხდება.
მართვის მოწმობის მისაღებად სიახლეების ამოქმედებამდე 5 დღე რჩება.