შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო "საქნახშირმა" "მეშახტის დღისადმი" მიძღვნილი კონცერტი და საზეიმო ღონისძებები გააუქმა. ეს დღე წელს სამუშაო შეხვედრის ფორმატში აღინიშნა. ტყიბულის მუნიციპალურ თეატრში კომპანიამ წლის საუკეთესო თანამშრომლებს მადლობის სიგელები და ფულადი ჯილდოები გადასცა, საწარმოს მუშაობა შეაჯამა და თანამშრომლებს მიმდინარე და ახალი პროექტების შესახებ ანგარიში წარუდგინა.
შეხვედრის მთავარი თემა, შრომის უსაფრთხოებისა და წარმოების გაზრდის მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები იყო. ასევე, დახრილი ჭაურის მშენებლობის პროექტი, რომელიც 4 წელი გაგრძელდება. აღნიშნულ პროექტში "საქნახშირის" პარტნიორები გერმანული, ჩეხური, ჩინური და უკრაინული კომპანიები არიან. მშენებლობის დასრულების შემდეგ, ახლი ჭაური ჯამში 2 500 ადამიანს დაასაქმებს, "საქნახშირი" კი განვითარების ახალ ეტაპზე გადავა და 150 მეგავატიანი თბოელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყება.