შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიასთან კლდის ნაწილი ჩამოიშალა. მომხდარის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
სოციალური ქსელის მომხმარებლები, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ, წერენ, რომ მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.