ტვერის ოლქში ავიაკატასტროფის ათივე მსხვერპლის ვინაობა დადგენილია და მგზავრთა სიას შეესაბამება - ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში დასრულდა მოლეკულურ-გენეტიკური გამოკვლევა. მათი შედეგების საფუძველზე კი დადგენილია ათივე გარდაცვლილის ვინაობა და ისინი ფრენის ფურცელში მითითებული სიის იდენტურია.